მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


პროფესიული განვითარების საბჭოს ზოგადმარეგულირებელი გადაწყვეტილებები

17 აპრილი, 2019

პროფესიული განვითარების საბჭოს ზოგადმარეგულირებელი გადაწყვეტილებები

 

პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 17 აპრილის N5 სხდომის გადაწყვეტილებით:

ექიმებს, რომლებსაც უფიქსირდებათ საექიმო სტაჟის წყვეტა სხვადასხვა ხანგრძლივობით, საქმიანობის განახლების, მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადებისა და სუბსპეციალობაში/სპეციალიზაციაში მზადების დაწყების მიზნით, მოეთხოვებათ გაიარონ პროფესიული რეაბილიტაციის კურსი შემდეგი პრინციპით:

ექიმებს, 3-დან 5- წლამდე სტაჟის წყვეტის შემთხვევაში, მოეთხოვებათ 1-თვიანი პროფესიული რეაბილიტაციის კურსი;

5-დან 10- წლამდე - 2-თვიანო პროფესიული რეაბილიტაციის კურსი;

10 წელზე და მეტი -5-თვიანი პროფესიული რეაბილიტაციის კურსი.

 

სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს 2008 წლის 15 აპრილის N1 სხდომის გადაწყვეტილებით:

ე.წ. «მენიუთი» გამოცდაჩაბარებულ და «მენიუს» შესაბამისი სამუშაო აქტივობის მქონე ექიმების სახელმწიფო სერტიფიკატები, პირადი განცხადების საფუძველზე, შეიძლება შეიცვალოს «მენიუს» შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატებით.

 

პროფესიული განვითარების საბჭოს 2015 წლის 25 დეკემბრის N10 სხდომა

საბჭომ დაადგინა: ექიმ-სპეციალისტებს, რომელთა სახელმწიფო სერტიფიკატების შეჩერების ვადა იწურება პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომებს შორის ინტერვალში, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საბჭოს უახლოეს სხდომამდე პერიოდში არ შეეზღუდოთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, შეჩერებული სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში.

 

პროფესიული განვითარების საბჭოს 2015 წლის 6 ნოემბრის N8 სხდომა

საბჭომ დაადგინა: დსთ-ქვეყნებში ინტერნატურადამთავრებულ და შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ექიმებს, რომლებსაც არა აქვთ სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობის საექიმო სტაჟი, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად, დაევალოთ სარეზიდენტო პროგრამის ავტორის მიერ განსაზღვრული (მოდულების სახით) 1-წლიანი მზადების კურსის გავლა.

 

პროფესიული განვითარების საბჭოს 2015 წლის 2 დეკემბრის N9 სხდომა

საბჭომ დაადგინა: ექიმებს, რომელთა დიპლომისშემდგომი მზადების დასრულებიდან გასულია 5 წელზე მეტი პერიოდი, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების საკითხის განსახილველად, დაევალოთ შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამის ავტორის მიერ განსაზღვრული 2 თვის ხანგრძლივობის კლინიკური მოდულის გავლა.

 

პროფესიული განვითარების საბჭოს 2015 წლის 2 დეკემბრის N9 სხდომა

საბჭომ დაადგინა: 2014-2017 წწ. სპეციალობაში „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ სერტიფიცირებულ ექიმებს მინისტრის „საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ №01-8/ნ (2015.30.03.) ბრძანების შესაბამისად, შეეზღუდოთ ბავშვთა კონტიგენტთან მუშაობის უფლება, სპეციალიზაციის კურსების გავლის გარეშე.

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia