მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

24 თებერვალი, 2020

2020 წლის 18-21 თებერვალს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ავტორიზებულ აფთაქში შემოწმების შედეგად, დააფიქსირა ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობების დარღვევის, ფარმაცევტული პროდუქტის ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების, ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის განადგურების დადგენილი წესის და სამკურნალო საშუალების სერიული აღრიცხვის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტები. განადგურებისა და შენახვის პირობების დარღვევით არსებული, 2 დასახელების 11 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელთაგანაც, ერთი დასახელების 10 ერთეულზე ვერ იქნა წარმოდგენილი მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სასაქონლო ზედნადები და სერიის აღრიცხვის სპეციალური ფორმა), დაილუქა და ჩამოერთვა აფთიაქს. აღნიშნულთან დაკავშირებით, შედგა შესაბამისი ამოღება/ჩამორთმევის ოქმი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(3) მუხლით, 37(4) მუხლის მე-2, მე-9 პუნქტებით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia