მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

24 თებერვალი, 2020

2020 წლის 21 თებერვალს, აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი) შემოწმების შედეგად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, დაფიქსირდა, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის, ფარმაცევტული პროდუქტის ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების, ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის განადგურების დადგენილი წესების დარღვევის და აფთიაქის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დარღვევის ფაქტები. განადგურებისა და შენახვის პირობების დარღვევით არსებული, 3 დასახელების 30 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი, დაილუქა და ჩამოერთვა აფთიაქს, რაზეც, შედგა შესაბამისი ამოღება /ჩამორთმევის ოქმი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(4) მუხლის მე-2, მე-3, მე-9 პუნქტებით და 37(10) მუხლის პირველი პუნქტით.

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia