მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

26 თებერვალი, 2020

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, 2020 წლის 24-25 თებერვალს განხორციელებული, ავტორიზებული აფთიაქის შემოწმების შედეგად, დაფიქსირდა ვადაგასული სამკურნალო საშუალებების განადგურების დადგენილი წესის, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესისა და ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტები. ჩამორთმეული იქნა 110 ერთეული შენახვის პირობების დარღვევით (ტემპერატურული რეჟიმი) არსებული და 60 ერთეული ვადაგასული სამკურნალო საშუალება. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(3) მუხლით , 37(4) მუხლის მე-2, მე–3 და მე-9 პუნქტებით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia