მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

26 თებერვალი, 2020

2020 წლის 24-25 თებერვალს, ქ. თბილისში მდებარე აფთიაქში (სპეციალიზირებული სავაჭრო ობიექტი) განხორციელებული, ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, მიმდინარე თვის განმავლობაში, მეორედ გამოავლინა უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების ფაქტი, ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გარეშე, ასევე, პირველ და მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის), აღრიცხვის და სერიული აღრიცხვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები. სააგენტოსთვის მოწოდებული სავალდებულო შეტყობინების შესაბამისად, დაწესებულებაში დაშვებულია მხოლოდ მეორე და მესამე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაცია, თუმცა, აფთიაქს, კანონდარღვევით, მიმოქცევაში გააჩნდა 120 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც ჩამოერთვა დაწესებულებას შემდგომი განადგურების მიზნით. შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(2) მუხლის პირველი პუქნტით, 37(4) მუხლის მე-3, მე–5 და მე-9 პუნქტებით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia