მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

27 თებერვალი, 2020

2020 წლის 26 თებერვალს, შპს „ლასარე“-ს საბაჟო საწყობში განთავსებული, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული ფარმაცევტული პროდუქტის დათვალიერების შედეგად, დაფიქსირდა ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირების ცვლილების ფაქტი, რეგისტრაციის ან სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც, დადგენილი წესით, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(8) მუხლით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia