მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

27 თებერვალი, 2020

2020 წლის 26 თებერვალს, ქ. თბილისში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, გამოავლინა, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყების ფაქტი, სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე, რითაც დარღვეულია ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა. დაფიქსირებულ დარღვევასთან დაკავშირებით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად გადაგზავნილია ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(7) მუხლის პირველი პუნქტით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia