მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

27 თებერვალი, 2020

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 2020 წლის 26 თებერვალს, ქ. თბილისში, ფარმაცევტული ბაზრის ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, დააფიქსირა სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დასრულების ფაქტი, რითაც დარღვეულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნტის მოთხოვნა. შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(7) მუხლის პირველი პუნქტით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia