მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

27 თებერვალი, 2020

2020 წლის 24-26 თებერვალს, ქ. ზუგდიდში განთავსებულ 26 სააფთიაქო დაწესებულებაში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის სპეციალისტებთან ერთად, განახორციელა კონტროლის ღონისძიებები ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟება - ექსპლუატაციის წესის დაცვის მდგომარეობაზე. 7 შემთხვევაში დაფიქსირებულ სანიტარულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განსახილველად გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(10) მუხლის პირველი პუნქტით.

 

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia