მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ საქმიანობაზე განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები!

28 თებერვალი, 2020

2020 წლის 27 თებერვალს, თბილისში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, განხორციელდა ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებები, რის შედეგადაც დაფიქსირდა აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) მიერ, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის, ვადაგასული სამკურნალო საშუალების განადგურების წესების, ასევე ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევის ფაქტები. ჩამორთმეული იქნა 126 ერთეული ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტი და შენახვის პირობების დარღვევით არსებული 144 ერთეული სამკურნალო საშუალება. აფთიაქში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(4) მუხლის მე-2, მე-3 და მე-9 პუნქტებით,

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia