მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1


ყურადღება! ინფორმაცია სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2020 წლის საგაზაფხულო სესიის თაობაზე!

17 ივლისი, 2020

სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2020 წლის საგაზაფხულო სესიისათვის მაძიებელთა განაცხადების მიღება იწარმოებს ა. წ. 7 – 20 ივლისის, 1000-1800 სთ. (დასვენების დღეების გარდა).
შესვენება 13:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე.
მის. თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. 29, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-3 კორპუსი, I სართული

სასერტიფიკაციო გამოცდების მაძიებელი ვალდებულია, გადაიხადოს საქართველოს მთავრობის N586 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასური წინასწარ, შესაბამისი მომსახურების მიღებისათვის უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ნებისმიერი ბანკიდან ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტზე: მაძიებელი ვალდებულია, საგამოცდო კომისიას, საგამოცდო განაცხადის შევსებისას, სავალედბულო დოკუმენტაციასთან ერთად, წარმოუდგინოს გადახდის ქვითარი. წინააღმდეგ შემთხვევაში მაძიებელი გამოცდაზე არ დაიშვება. გადახდის დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს მაძიებლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი.

სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური - 120 ლარი;

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22;

მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი : - 707047024 (სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური).

შესაბამისი საბუთის წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადისგან გათავისუფლდებიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილის, შშმ სტატუსის მქონე პირები, ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანები, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები,'' რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია 100 000 ქულაზე.
მაძიებელმა, აღნიშნულის თაობაზე, ცნობა უნდა წარმოუდგინოს საგამოცდო კომისიას, საგამოცდო განაცხადის შევსებისას, სავალედბულო დოკუმენტაციასთან ერთად.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ დანართში.

© 2012 - 2020 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia