სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების მონიტორინგი დაიწყო.
პროცესი გულისხმობს: კოვიდინფიცირებული პაციეტების გამოკითხვას, არსებობს თუ არა პრობლემები სტაციონარში მოთავსებისას; რამდენად დროულად და სრულყოფილად ტარდება დანიშნული კვლევები და მედიკამენტოზური თერაპია; აქვს თუ არა ადგილი ექიმების მხრიდან უყურადღებობას და ასევე, რამდენად მოწესრიგებულია დაწესებულებებში პაციენტთა კვების საკითხი. აღნიშნულის მიზანია, СOVID-19-ის მართვაში ჩართულ კლინიკებში, პაციენტების მართვის პროცესში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი პრევენცია.