მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • ✼ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ✼
  • slider 1
  • slider 3
  • slider 4


სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!!!

21 დეკემბერი, 2020

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის, 2020 წლის 30 ნოემბრის N02-2072/ო ბრძანებით დამტკიცებულ იქნა სამედიცინო დაწესებულებებისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის უფლების გაცემის წესი, პირობები და დაწესებულების შერჩევისათვის საჭირო კრიტერიუმები.

შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენასთან დაკავშირებით, განცხადებები, დანართში ასახული მოთხოვნებისა და კრიტერიუმების შესაბამისად, მიიღება 2020 წლის 08 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით.

დაწესებულებების შერჩევა დაიწყება 2020 წლის 29 დეკემბრიდან და დასრულდება არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი განცხადება შერჩევაში მონაწილეობის თაობაზე წარმოდგენილ უნდა იქნეს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის, 2020 წლის 30 ნოემბრის N02-2072/ო ბრძანებით დამტკიცებული სამედიცინო დაწესებულებებისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის უფლების გაცემის პირობების და დაწესებულების შერჩევისათვის საჭირო კრიტერიუმების შესაბამისად (იხ. დანართი).

© 2012 - 2021 სსიპ "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia